суббота, 13 октября 2018 г.

რეფლექსიები

დღე 1 :  ინტელის ტრენინგს დიდი ხანია ველოდი ,ვინაიდან პროექტებით სწავლება  დღითიდღე საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული ხდება სასწავლო სივრცეში.დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ,ვინაიდან დავიწყე  პროექტის გეგმის მონახაზის გაკეთება. მიუხედავად იმისა,რომ არის გარკვეული ნიუანსები და ხარვეზები,ვფიქრობ მოცემულ დავალებას უკეთ გავართმევ თავს.
დღე 2 :  მეორე დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო,ვინაიდან საბოლოოდ ჩამოვყალიბდი საპროექტო თემაზე. შევადგინე პროექტის მოკლე აღწერა,გავეცანი სტანდარტს. გამიჭირდა პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა,რაზეც ვისურვებდი მეტი თეორიული ინფორმაციის გაცნობას.
დღე 3 :  ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც დამამახსოვრდა ტრენინგის მესამე დღე-მოსწავლის დავალების ნიმუშის შესრულებაა,რომელიც მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს. დავალებაზე მუშაობა არც ისე ძნელია.
დღე 4 :  დღევანდელ დღეს გავეცანი შეფასების რუბრიკების ნიმუშებს,ასევე დავიწყე მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მომზადება. სასწავლო პროდუქტის შეფსება საკმაოდ რთულია.
დღე 5 : ტრენინგის დღევანდელი დღე ძალიან სახალისო იყო,ვინაიდან ვიმუშავეთ გუგლში კვლევის შედგენაზე. ასევე განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები
დღე 6: დღევანდელ დღეს გავეცანი ბროუშირს შაბლონებს და მის აწყობას,რაც ძალიან მომეწონა.ასევე გავეცანი გუგლში ტესტების აწყობას,რასაც ვფიქრობ გამოვიყენებ პრაქტიკაში.

2 комментария:

  1. ძალიან მომეწონა მაიკოს პროექტი და ვურჩევ რეალურად განახორციელოს ეს პროექტი.

    ОтветитьУдалить
  2. პროექტი აქტუალური, მნიშვნელოვანი და საჭიროა, მომეწონა თქვენი ხედვა. რეკომენდაცია გეძლევათ რეალურად განახორციელოთ, გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить